სასწავლო პროექტი

ჩემი სასწავლო  პროექტია - საზოგადოება და ნარკომანია

მთავარი  იდეა  -  რა არის ნარკომანია? რამდენად საშიშია და საფრთხეს უქმნის იგი მომავალ თაობას?

 აქტუალობა  -  პროექტის აქტუალობა მდგომარეობს პრობლემიდან გამომდინარე. პროექტზე მუშაობისას მოსწავლეები ღრმად გაეცნობიან საზოგადოებაში არსებულ უდიდეს პრობლემას ნარკომანიის შესახებ და მოიძიებენ ნებისმიერ ინფორმაციას ნარკომანიის მავნებლობაზე, მის სავალალო შედეგებზე. საკითხის ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა ხელს შეუწყობს იმ საშიშროების გააზრებასა და თავიდან აცილებაში, რომელიც შეიძლება ნებისმიერი ადამიანის წინაშე აღმოჩნდეს.


მიზანი  - მთავარი უნარი, რასაც მოსწავლეები განივითარებენ, ესაა მათ ირგვლივ მყოფ ნარკომანის/ების ცხოვრებაზე დაკვირვება, გაანალიზება და შეფასება, საღი და დამოუკიდებელი აზროვნება, ჩამოუყალიბდებათ უარყოფითი დამოკიდებულება ნარკომანსა და ნარკომანიაზე და მიღებული ცოდნითა და უნარით შეიძლება არასასურველ გარემოში მოხვედრის შემთხვევაშიც კი თავიდან აიცილოს არასწორი ნაბიჯის ვგადადგმა.

მონაწილეთა  ასაკი  - 15- 17  წელი

ვადები  --  ერთი კვირა

მოსალოდნელი  შედეგები -(პროდუქტები, რაც შეიძლება შეიქმნას)
- საზოგადოებასთან ურთიერთობა და თანამშრომლობა, კომუნიკაბელურობა.
-არსებული პრობლემის გააზრება და მისი დაძლევის გზების ძიება.
-აქტუალურ საკითხზე ინფორმაციის მოძიება და ორგანიზება.
-პროტესტის და დამოკიდებულების მხატვრული აღქმა.
-წერის უნარის განვითარება.



საჭირო რესურსები -ნებისმიერი მხატვრული ლიტერატურა ნარკომანიასა და ნარკომანის ცხოვრებაზე ( ბიბლიოთეკა )
-ისტ - აუდიო და ვიდეო მასალა, ფოტოები, დოკუმენტური ფილმი, მეცნიერული კვლევის შედეგები.




პროექტის  მსვლელობა ( ძირითადი აქტივობები) - თემის შერჩევა და შეკითხვის
 ჩამოყალიბება.
      საპროექტო ჯგუფის ჩამოყალიბება, კლასის გაყოფა შემთხვევითი შერჩევის პრინციპით (სამი ჯგუფი)
პროექტის გეგმის შემუშავება ჯგუფებში და მოვალეობების გადანაწილება, გამოკითხვა : რას ფიქრობს საზოგადოება - რა არის ნარკომანია - ავადმყოფობა თუ დანაშაული? ინტერვიუ უბნის პოლიციასთან - რამდენად დაცულია სოფელი ამ საშიშროებისაგან, როგორ ებრძვის პოლიცია დანაშაულს თუ სენს?

ისტ- ს საშუალებით მოიძიონ ნარკომანის ცხოვრების ამსახველი ფოტო მასალა, ვიდეო, აუდიო მასალა, დოკუმენტური ფილმი, მეცნიერული კვლევის შედეგები.

კონკრეტული საქმიანობის შედეგზე პასუხისმგებელ პირს ირჩევს ჯგუფები, შემსრულებლები ჯგუფის წევრები (ექვსი ადამიანი თითოეულში)

პროდუქტის პრეზენტაცია -  თავიანთ ნამუშევარებს წარმოადგენენ ჯგუფის პრეზენტატორები ის რაც გეგმით იყო გათვალისწინებული. სასურველია თანდართული ჰქონდეთ  ნარკომანიის საპროტესტო ნახატები, ეკლესიის მაკეტი. მოეწტობა  გამოფენა.

საგნებთან/საგნობრივ ჯგუფებთან//კავშირი - ქართული ( ზეოირმეტყველება, კითხვა, წერა )

ისტ-ს გამოყენება
 მათემატიკა ( გამოკითხულთა რაოდენობის აღრიცხვა და პროცენტული მაჩვენებლის გამოთვლა, სტატისტიკური მონაცემები: რამდენად გაიზარდა ან შემცირდა წამლის მომხმარებელთა რიცხვი წლების მიხედვით)

ბიოლოგია ( ორგანიზმზე წამლის ზემოქმედება და სავალალო შედეგები)
 ხელოვნება ( ნახატებისა და მაკეტის შექმნა)
 მუსიკა ( პრეზენტაციის დროს შესაფერისი მუსიკალური ფონის შექმნა)

პროექტის ხელ - ლი:  იამზე  ხარაზი

ელ - ფოსტის მისამართი: iamze5kharazi@gmail.com




Comments

Popular posts from this blog